გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე ტორესა მოსის განცხადებაზე: ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს

1-03-2024

ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი),- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ტორესა მოსის განცხადებას მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.


აბაშიძის თქმით, ტორესა მოსის შემდეგ სხვა მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ქართველი თუ უცხოელი პოლიტიკოსებიც გამოვლენ აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ.


"ფსევდოლიბერალური მავნე პროპაგანდისგან დამცველი კანონპროექტის "რუსულად" შერაცხვას ნამდვილად აპირებენ ნაცსექტაში და ჯერ წვრილფეხობა ააკაკანეს (გირჩი ჯაფარიძის ადეპტი ვახტანგ მოსიაშვილი, იგივე ტორესა მოსი). შემდეგ იქნებიან "უბორნიის" "მწერლები" და უინტელექტო "ენჯეოშნიკები", მერე ნაცპოლიტიკანები და, ცხადია, რეპუტაციაშელახული, ე.წ. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ტრადიციული ბექ ვოკალი ოდიოზური ევროპარლამენტარებისგან.

გვინახავს ეს "ნაცქაჯური" "ლიბერალურად" შემოსაღებული სერიალები. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობასთან ჭიდილს ნამდვილად არ ვურჩევდი ვერცხლისმოყვარე, უსამშობლო, მარგინალ პერსონაჟებს" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031