გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილის განცხადება პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს სრულად შეესაბამება

20-09-2018

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდანტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კონკორდატის შესრულებასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაში ასახულ პათოსს სრულად შეესაბამება.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი საპატრიარქოს თითოეულ განცხადებას განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება.

 

„იქ იყო საუბარი კონკრეტულ განცხადებებზე. ამაზე გაამახვილა ყურადღება ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრულად შეესაბამება იმ პათოსს, რომელიც იყო ასახული პატრიარქის გუშინდელ განცხადებაში. კიდევ ერთხელ, ეკლესიის პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით თითოეულ იმ განცხადებას და პოზიციას, რომელიც ჩვენ გვესმის საპატრიარქოს მხრიდან. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ერთ-ერთი, რაც განგვასხვავებს  ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებიც დღეს მონაწილეობენ საპრეზიდენტო არჩევნებში. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უსმენს როგორც საზოგადოებას, ისე ეკლესიას და ამით განვსხვავდებით ჩვენ ჩვენი ოპონენტებისგან. ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა და ჩვენი ოპონენტები არიან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან დაკავებულნი წლების განმავლობაში ეკლესიის მტრობით, დაპირისპირებით და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფით. ეს არის მათი ხელწერა. ჩვენი ხელწერა არის ამისგან რადიკალურად განსხვავებული ქმედება.

 

იქაც იყო გამახვილებული ყურადღება კონკრეტულ განცხადებებზე, რომელიც არ ასახავს, რა თქმა უნდა, ეკლესიის პოზიციას და ეკლესიის დამოკიდებულებას არჩევნებისადმი. ეკლესიის დამოკიდებულება არჩევნებისადმი იყო სათანადოდ ასახული და ძალიან სწორად ასახული პატრიარქის განცხადებაში. ეს არის ჭეშმარიტება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930