გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს "ლელო-ნაციონალები", "გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა - ეს არის ერთიანი, კოლექტიური ნაცმოძრაობა

2-03-2024

ე.წ. "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" გადაწყვიტა, მოახდინონ გაშლა, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვთ. ეს ე.წ. ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: რამენაირად 20 პროცენტი გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამომრჩეველი შეაცდინონ და წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არ წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


როგორც მან განმარტა, რეალურად, არ არსებობს დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ყველა მათგანი კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.


"სინამდვილეში ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ჩვენი ხალხი, საზოგადოება ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს. ერთი რამ მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ რეალურად, არ არსებობს არც ერთი "ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებელი პარტია, იქნება ეს "ლელო-ნაციონალები", "გირჩი- ნაციონალები" თუ სხვა. ეს არის ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელთა მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს არჩევნები ძლიერად და დამაჯერებლად მოვიგოთ" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930