გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად

2-03-2024

მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ "არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს, ამაზე კითხვა არ არსებობს, მაგრამ არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა."


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი.


"მშვიდობაზე, სტაბილურ განვითარებასა და მოქალაქეებზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" აუცილებლად ძლიერად გაიმარჯვებს არჩევნებში უსამშობლო, ვერცხლისმოყვარე მოღალატეების დესტრუქციის მიუხედავად.


გამოკითხვებიც არ სჭირდება იმას, რომ ქართველი ხალხის პრიორიტეტებია მშვიდობიანი განვითარება, სუვერენეტიტეტისა და ტრადიციების, ფასეულობების ურყევი დაცვით, რასაც მმართველი პარტია გვთავაზობს. ხოლო ფსევდოლიბერალების მერკანტილურ, სამარცხვინო დღის წესრიგს ყოველთვის ექნება ელექტორატის მტკიცე უარი" - წერს აბაშიძე Facebook -ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031