2-03-2024
სწორედ რომ დამაჯერებელი წარმატების მისაღწევად იქნა "მივლინებული" ფრონტის წინა ხაზზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა შედეგს მისგან არც ველოდებით, - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მომდევნო არჩევნები მმართველმა პარტიამ უნდა მოიგოს დამაჯერებლად და მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
ქართველიშვილის განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში უნდა განადგურდეს ან ისე უნდა დასუსტდეს, რომ მისმა წარმომადგენლებმა ან მოახდინონ კონსტრუქციული ინტეგრაცია ქართულ, ტრადიციულ სივრცეში, ან დატოვონ მათთვის მიუღებელი სივრცე.
"სწორედ რომ დამაჯერებელი წარმატების მისაღწევად იქნა "მივლინებული" ფრონტის წინა ხაზზე ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა შედეგს მისგან არც ველოდებით.
ლიბერალური ფაშიზმის გველეშაპი სრულებით თუ არ განადგურდა, იმ დონეზე უნდა დასუსტდეს, რომ მისმა "გველის წიწილებმა" ამ ქვეყანაში სათავისოდ ყველაზე მთავარი გადაწყვეტილება მიიღონ: ან მოახდინონ კონსტრუქციული ინტეგრირება ქართველურ ტრადიციულ სივრცეში ან დატოვონ მათთვის გაუგებარი, მიუღებელი და "ბნელი" ტერიტორიული სივრცე.
პირველად ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ქართველი ხალხი მადლობელი და მადლიერი მიაცილებს მათ "მადამ პღეზიდანის" რეალური სამშობლოს მიმართულებით. ხოლო, მათგან გათავისუფლებულ საკუთარ სამშობლოში იზრუნებს შვილების, შვილიშვილების მომავალზე და მშობლების ღირსეულ სიბერეზე. მუდმივი საბოტაჟის, დესტრუქციის, დივერსიების რეჟიმში ამ ამოცანების შესრულება შეუძლებელი მისიაა. ამიტომაც გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. როგორც ყოველთვის, თქვენს გვერდში ვართ ბატონო ირაკლი" - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.