გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე "ფორმულას" მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილ თანხებზე: ნახეთ, როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა "კეზერა"

4-03-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ექსპერტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და დავით კეზერაშვილი, "ერთმანეთს ასწრებენ" ლობისტური კომპანიების მოქრთამვას, რაც საქართველოში რუსულად შერაცხილმა Fara-ს კანონმა გამოავლინა.


"ნახეთ!

სად ხარჯავს ქართველი ხალხისათვის და ქართული ჯარისადმი წაგლეჯილ, მოპარულ ფულს ავაზაკი კეზერაშვილი და მისი ხროვა!

ნახეთ!

სად წავიდა ამ უშუბლძარღვოთა მიერ მოპარული 420 ათასი $!

ნახეთ!

როგორ ასწრებენ ერთმანეთს ლობისტური ფირმების მოქრთამვაზე სააკაშვილის ოჯახი და ქურდბაცაცა ყოფილი თავდაცვის მინისტრი კეზერა!

ეს ფაქტობრივი დანაშაული სწორედ აქაური მუქთამჭამებლების მიერ ვითომდაც "რუსულად" შერაცხილმა, სინამდვილეში კი ამერიკულმა "FARA"- ს კანონმა გამოამზეურა!

ამიტომაც აუცილებელია საქართველოში ანალოგიური "FARA"-ს კანონის მიღება, რათა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან-კრემლიდან, ტაივანიდან, მანჯურიიდან, აშშ-დან, ბრიუსელიდან, პარიზიდან, ლონდონიდან, სომალიდან...

ჩვენში ე.წ. უსამშობლო პარტიების, ენჯეოების და ფიზიკური პირებისათვის გადმორიცხული და აქედან მათ მიერ გადარიცხული თანხები გახდეს საჯარო და გამჭვირვალე!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930