20-09-2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები რეგიონში საქართველოს როლის წარმოჩენას უწყობს ხელს.
აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააკეთა.
„აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩვენი სტრატეგიული თანამრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ყველა საკითხი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა არის სწორედ ის მიმართულებები, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი, როგორც რეგიონის სტაბილურობაში, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს როლის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას ემსახურება” - განაცხადა სოფო ქაცარავამ.