გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია გაიმართა

5-03-2024

საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში და 2024 წლის გეგმების პრეზენტაცია სასტუმრო „პარაგრაფი თბილისში" გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გაიხსნა, მასში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, საჯარო და კერძო სექტორის,  დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დინამიურად ვითარდება, ბოლო წლებში ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინკლუზიურია, ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს და მყისიერი შედეგი აქვს ეკონომიკურ წარმატებაზე. ტურიზმი და ავიაცია - ეს ორი სფერო ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული და შესაბამისად, დღეს გაერთიანებულ პრეზენტაციას წარმოვადგენთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გასული წელი ორივე სექტორში მნიშვნელოვანი წარმატებებით იყო გამორჩეული და ეს არის გეგმაზომიერი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, რომელსაც სახელმწიფო წლიდან წლამდე ახორციელებს.  


დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ეკონომიკის ამ ორი მნიშვნელოვანი ინდუსტრიის საქმიანობის კუთხით არსებული სურათის შესახებ, ასევე ზრდის დინამიკის, ახალი ინიციატივებისა და მიმდინარე და დაგეგმილი, კონკრეტული პროექტების შესახებ. 2023 წლის შემაჯამებელი, ვრცელი პრეზენტაცია და მიმდინარე წლის გეგმები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარმოადგინა.


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში 2023 წელს რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, კერძოდ: ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო 4.1 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი,  საქართველოს აეროპორტები კი მოემსახურა 6 მილიონ მგზავრს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მთავრობა წელს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარის შემოსავლებში აისახება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930