გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ბერაია: პრინციპულია, დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელსაც ყველა დაემორჩილება

20-09-2018

პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს საზოგადოებას აჩვენა რომ ხალხის აზრს ითვალისწინებს.


მისი თქმით, დიალოგსა და არგუმენტებს ალტერნატივა არ აქვს და სამართლიანი წესების დამკიდრებაა საჭირო, რომელსაც ყველა დაემორჩილება.


„ფინანსთა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას, რომ საჯარო სამსახური ამ ქვეყანაში ნამდვილად საჯარო სამსახურია და ხალხის აზრს ითვალისწინებს. დიალოგს და არგუმენტების გაცვლას ალტერნატივა არ აქვს. პრინციპულია, დამკვიდრდეს სამართლიანი წესები, რომელსაც ყველა დაემორჩილება. საჭიროა ეს არგუმენტები სწორად იყოს მიტანილი მძღოლებთანაც და მათ ჰქონდეთ დრო, რომ თავისი საქმიანობა სწორად დაგეგმონ”- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31