გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრეზიდენტობის კანიდატების ნაწილისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას აქვეყნებს

20-09-2018

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ცესკო საინფორმაციო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ამ დროისთვის პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს (არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში) და ერთ პოლიტიკურ პარტიას (არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.


მხარდამჭერთა სია წარმოადგინა 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 6-მა საინიციატივო ჯგუფმა.

19 საინიციატივო ჯგუფს არ წარმოუდგენია მხარდამჭერთა სია; კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე და შემდგომ გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაც.


ამჟამად ცესკოში 6 სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება“-აცხადებენ ცესკოში.


შეგახსენებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930