7-03-2024
„მოკლედ, ნაცების მესამე პრეზიდენტი თხრის ყველგან, სადაც არ უნდა გათხაროს და ასეთი უნარ-ჩვევებით შემოდგომაზე უმუშევარი არ დარჩება - კარგი მთხრელი ყველას სჭირდება. ჟურნალისტებთან გუშინდელ შეხვედრაზე მან საქართველოში ევროპაც ამოთხარა და - „არაევროპაც“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ტრადიციულად, ქართული საზოგადოების საწინააღმდეგო პოზიცია უჭირავს.
„ამოთხარა მოქმედიც და ჯერ არარსებული პარტიებიც, მოახდინა მათი ზუსტი კლასიფიკაცია „ევროპა-არაევროპა“ ამოთხრილი სანგრების მიხედვით. პრინციპში, „არ ვიცი, ამას ვნახავთ. შეიძლება არც არავინ არ არის, ვნახოთ, ევროპას უნდა მივცეთ ხმა“. ერთადერთი, ვისაც „არაევროპად" ხედავს - პარტია „ხალხის ძალა“ ყოფილა.
ამოთხრილ ევროპულ სანგარში მყოფ არც ერთ „ევროპელ" ჟურნალისტს, თავში აზრადაც არ მოსვლია ეკითხა: „და იქნებ ამ არჩევნებზე, საქართველოს უნდა მივცეთ ხმა", რაზეც ზურაბიშვილმა პრინციპში ამ კითხვის დასმის გარეშეც უპასუხა - „რა აბსურდია, ევროპას და მხოლოდ ევროპას! საქართველოს ხმა ხალხის ძალის მომხრეებმა მისცენ". მოკლედ, რას არ ამოთხრის ეს მადამ პღეზიდანი, თხრას თუ მიადგება.
ასეთი საარჩევნო მოწოდებით, ის და მისი „ევროპელები" იმ სანგრებიდან ვეღარც ამოვლენ და მათ ფერადი მუსტანგით აუცილებლად მიადგებიან ნიჩბებით ხელში ხაზარა და უსუფა, და საბოლოოდ მიაყრიან მიწას, რომ აღარ წვალობდნენ. „ხალხის ძალა" კი „არაევროპულად" კვლავ თავის მოსახლეობის გვერდში დარჩება და დიახ, თავის არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ გააკეთებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.