გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: სამწუხაროდ ზოგიერთი ოპოზიციური ძალა იმ უმსგავსობას აგრძელებს, რასაც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩადიოდა

21-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი ხელმოწერის აღმოჩენა ოპოზიციური პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ მხარდამჭერთა სიაში სრული უმსგავსობაა.


აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


„შეფასება აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რასაც ჩადიოდა მაშინ, როცა იყო ხელისუფლებაში.


ასეთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, ეს არის სრული უმსგავსოება, უპასუხისმგებლობა. სიტყვებიც კი არ მყოფნის რომ ამას სახელი დავარქვა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31