გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ადეიშვილი არის განსახიერება ყველაფრის, რაც არის ანტიევროპული

7-03-2024

არის გარკვეული ცინიზმი იმ ფოტოებში, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი, დიდი ალბათობით მართლმსაჯულების საკითხებზე სასაუბროდ არის ბრიუსელის, ევროკავშირის დაწესებულებების სათათბირო ოთახებში, ევროკომისიის ოთახებში. ეს უკვე აღარ არის პარლამენტი, სადაც ცალკეულ პარლამენტარებზე ვისაუბრებდით და მათ თავისუფლებაზე, ესა თუ ის აზრი გამოთქვან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, არაერთ საქმეზე მსჯავრდადებულ და ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ევროკომისიის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შესახებ საუბრისას განაცხადა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ევროკავშირის ელჩი ამ თემაზე განმარტებებს გააკეთებს. მისივე თქმით, ადეიშვილი არის ყველაფერი ანტიევროპულის და ანტიჰუმანურის სიმბოლო და მასთან შეხვედრები ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ქართული სახელმწიფოსთვის განმარტებების გაკეთებას საჭიროებს.


„სამწუხაროა და იმედი მაქვს, ევროკავშირის ელჩი გააკეთებს განმარტებას, ერთი, რომ ცნობილი იყო თუ არა ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს და როგორ აპირებენ სამომავლოდ ამ მხრივ განმარტებები გააკეთონ ქართველი ხალხის მიმართ.


მე ყველას შევახსენებ, ვინ არის ზურაბ ადეიშვილი. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდადებულია ხუთ დანაშაულზე, რომლებიც არის წამების კატეგორიიდან დაწყებული, ბიზნესის რეკეტით დამთავრებული. დღეს, ზურაბ ადეიშვილის დროინდელი სასჯელის შეკრებითობის პრინციპი რომ კვლავ ძალაში იყოს, ჯამში 18 წელი ექნებოდა მოსახდელი ქართულ ციხეში.


ეს ადამიანი არის შემოქმედი ადამიანების წამების სისტემის, ბიზნესის რეკეტის სისტემის შექმნისა. ეს ადამიანი არის განსახიერება ყველაფრისა, რაც არის ანტიევროპული, ანტიჰუმანური. როდესაც ასეთ ადამიანის ასეთი პატივით სხვადასხვა სათათბირო ოთახში, სხვადასხვა თანამდებობის პირები ხვდებიან და შემდეგ იმავე ოთახებში, იგივე თანამდებობის პირები ჩვენ გვესაუბრებიან მართლმსაჯულების რეფორმაზე, „ვეტინგზე“, ადამიანის უფლებებზე - მგონი ეს საჭიროებს განმარტებას, რომ შემდეგ მათი სიტყვები ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930