8-03-2024
„საუკუნის აფერა, რომელიც შარშან შემოგვთავაზა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, მართლაც რომ საჭირო იყო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს.
მისი განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, მარტის აქციები კი იმუნური სისტემის მდგრადობის ტესტი იყო.
„საუკუნის აფერა, რომელიც შარშან შემოგვთავაზა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, მართლაც რომ საჭირო იყო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.
ქართულ საზოგადოებას სიმსივნის დიაგნოზივით ემუქრება ე.წ. ლიბერალური ფაშიზმი და ცდილობს ლგბტ პროპაგანდის, ლიბერალური განათლების, NGO-აგიტაციის, გლობალური ნარატივებისა და ათასი სიმსივნური უჯრედივით მოედოს სრულად ქართულ სოციუმსა და დაიქვემდებაროს იგი.
შარშანდელი ფარსი, სწორედ რომ იმუნური სისტემის მდგრადობის ტესტი იყო, სადაც ფარული სნეულება, რომელიც 30 წელია მალულად მძვინვარებს სხეულში, ქართულმა საზოგადოებამ სააშკარაოზე გამოიტანა და ახლა, გამარტივდა ამ ავადმყოფობასთან ბრძოლა!
ფურუნკული გასკდა და ახლა ნაჭრილობევი ადგილის დამუშავებაა საჭირო, რომ აღარ განმეორდეს!” - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.