9-03-2024
მიიღეს თანხები პატრონებისაგან! მიიღეს ინსტრუქციები გაღმა-გამოღმიდან! ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმები: ქართული სახელმწიფოს, ქართული ტრადიციების, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდმა" ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, დონორებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია - "უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ."
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, გათვლა ძირითადად ახალგაზრდობის გაუთვითცნობიერებელ ნაწილზეა, წავლენ უკიდურეს მეთოდებზე და საშუალებებზე, დიდი ალბათობით ლეტალურზეც.
„მიიღეს თანხები პატრონებისაგან! მიიღეს ინსტრუქციები გაღმა-გამოღმიდან! ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმები: ქართული სახელმწიფოს! ქართული ტრადიციების! საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ! წინა პლანზე გამოიყვანეს ლგბტ პროპაგანდისტი ხაზარაძე "ლელო"-თი, ნაცები ხაბეთი და პატიკო მანჯგალაძით! ააღრიალებენ ე.წ. ენჯეოებს: ხიდაშელებს, გიგაურებს, თაბაგარებს... ქუჩაში გამოიყვანენ იმ 20 ათასამდე ენჯეოშნიკს, რომელთაც ფულს ანუ ჯამაგირს უხდიან! დაიწყებენ დესტაბილიზაციის პროცესს! გათვლა ძირითადად ახალგაზრდობის გაუთვითცნობიერებელ ნაწილზეა! არ დაერიდებიან არაფერს! წავლენ უკიდურეს მეთოდებზე და საშუალებებზე! სავარაუდოდ, დიდი ალბათობით თავად ლეტალურზეც კი! საკითხავი ის არის, რის ნებას დართავენ და მოითხოვენ მათგან პატრონები! ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო! იყავით უაღრესად ყურადღებით და უაღრესად ფრთხილად! ჩვენს უკან საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალია!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.