გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თელავის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

21-09-2018

თელავის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ტ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ.ტ.-მ თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. ნ.-ს, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.


სამართალდამცველებმა თ.ტ. 2018 წლის 18 მარტს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თელავის რაიონულმა სასამართლომ თ.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930