11-03-2024
"პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალა ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ საჭიროა ზრუნვა, თუმცა ნარკორეალიზატორებზე მაქსიმალური სიმკაცრე.
მეგრელიშვილის თქმით, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია და მისი დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც ხშირად დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება.
„ნარკოტიკების მოხმარება ხშირად ან ინტერესის გამო ან მიმბაძველობით იწყება. ადამიანები სამწუხაროდ იშვიათად იაზრებენ, თუ რა ნეგატიური ზეგავლენა აქვს ამა თუ იმ ნარკოტიკულ საშუალებას მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, სოციალურ გარემოზე და ზოგადად, მთელ ცხოვრებაზე. მათ ჰგონიათ, რომ ადვილად შეძლებენ ამ ნივთიერებების მოხმარებაზე უარის თქმას.
თუმცა, რაც დრო გადის, ისინი უფრო დამოკიდებულნი რჩებიან ამ მომაკვდინებელ ნივთიერებებზე. ნარკოდამოკიდებულ ადამიანს უყალიბდება როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქიკური დაუძლეველი ლტოლვა ფსიქოაქტიური ნივთიერებისადმი, რაც აუარესებს მისი ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, ნარკომანია არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების პრობლემა, არამედ, ეს დაავადება კომპლექსურია და მისი დაძლევის სირთულე სწორედ მისი უარყოფითი ზემოქმედების ფარგლებია, რომელიც ხშირად დანაშაულის ჩადენის, ანტისაზოგადოებრივი და არაჯანსაღი დამოკიდებულებისა და აზროვნების, და სოციალური ნგრევის პროცესში აისახება.
პრემიერ-მინისტრის პოზიცია და ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. მისი ინიციატივით შესაბამის სამინისტროებს უკვე დაევალა ამ საკითხის გადასაწყვეტად ერთიანი გეგმის შემუშავება. ყინული დაძრულია და ამ პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო პოლიტიკა ძალიან მალე ხელშესახები შედეგებით განისაზღვრება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.