გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ თსუ გამომცემლობის ახალი პროექტები განიხილა

12-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა თსუ გამომცემლობის ახალ ხელმძღვანელთან კახაბერ რუსიძესთან გაცნობითი შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე გამომცემლობის რეფორმასა და რეორგანიზაციაზე იმსჯელეს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დაისახა ახალი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც თსუ გამომცემლობა ითანამშრომლებს სხვადასხვა გამომცემლობასა და წიგნის მაღაზიებთან. თსუ-ის გამომცემლობის წიგნები თსუ წიგნის მაღაზიის გარდა, გამავრცელებლების მიერ სხვა ქსელშიც გაიყიდება.


„გამოცემები ჟანრობრივად გამრავალფეროვნდება, სახელმძღვანელოების გარდა გამოიცემა, ანთოლოგიები, მსოფლიო მხატვრული ლიტერატურისა და ქართული მხატვრული ლიტერატურის სერიები, ასევე, განახლდება ძველი პოპულარული გამოცემები.


ბეჭდური ვერსიის გარდა, ყველა წიგნის ელექტრონული ბაზა შეიქმნება, რომლის გამოყენებაც სიმბოლურ ფასად შეეძლება დაინტერესებულ მკითხველს.

გამომცემლობა სამომავლოდ გეგმავს სტუდენტების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის წიგნების შიდა გავრცელების კუთხით. ასევე, იგეგმება გამომცემლობის ლოგოს განახლება.


შეხვედრაზე ისაუბრეს, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომელზე მუშაობასაც უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამომცემლობა. ეს პროექტებია: „უნივერსიტეტი სკოლას“, რომელიც გულისხმობს სკოლებში თსუ-ის გამომცემლობის წიგნების შეტანას და ასევე, ძველი პოპულარული გამოცემების განახლებული ვერსიების გამოცემას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31