გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება - მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი გადმოსცენ საქართველოს

12-03-2024

„როგორც ჩვენ, არაერთხელ გადავეცით სხვა სახელმწიფოებს მათ მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირები, ნება იბოძონ და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი [და პირები] გადმოსცენ საქართველოს,“- განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა და გამოთქვა იმედი, რომ ევროპა ზურაბ ადეიშვილს არ გადააყოლებს ევროპულ ღირებულებებს.


„იმედი გვაქვს, რომ ევროპა ევროპულ ღირებულებებს არ გადააყოლებს ადეიშვილს. მადლობა საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც სწორედ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება - მიმართა შესაბამის სახელმწიფოებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პრინციპის შესაბამისად, ასევე პარტნიორული ურთიერთობებიდან გამომდინარე ნება იბოძონ და როგორც ჩვენ არაერთხელ გადავეცით სხვა სახელმწიფოებს მათ მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირები, საქართველოს მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ გამოცხადებული პირი [და პირები] გადმოსცენ საქართველოს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930