გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დასავლეთი ჩიხშია, უკრაინის ომი ნამდვილ კოშმარად ექცათ - ორი წლის წინ მსოფლიოს ნომერ პირველი ტოპ თემა, რომელზედაც ლამის საქართველოც წამოაგეს, დღეს მისაჩქმალი ხდება

12-03-2024

„ორი წელი გავიდა უკრაინის ომიდან და იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს უკრაინის გამარჯვების და რუსეთის სასტიკი დამარცხების შედეგების შესახებ, გვესმის მხოლოდ საუბარი ომის შეჩერების სხვადასხვა ვარიანტზე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.


დიმიტრი ხუნდაძე რუსეთ-უკრაინის ომისა და ამასთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციის შესახებ მიმოხილვას ავრცელებს.

„გვესმის განცხადება, რომ ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და ვერ ჩაერთვება ამ ომში; გვესმის ამერიკის კონგრესის პოზიციები, სადაც რესპუბლიკელებმა დაბლოკეს უკრაინის დახმარება იმის გამო, რომ უკრაინის მთავრობაში კორუფცია ყვავის და საკუთარი ხალხის ფულს უფრთხილდებიან და ა.შ. ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის დაიწყო, დღემდე ოკუპაციით გრძელდება.


ეს კონფლიქტი თავიდანვე არ იყო მხოლოდ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი, მაგრამ დღეს კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო და სწორედ ამიტომ, მისი დამთავრება შეუძლებელი ხდება, მითუმეტეს, უკრაინის გამარჯვებით. თუ გავითვალისწინებთ იმ სანქციებს, რომელმაც რუსეთთან ერთად თავად დასავლეთიც საგრძნობლად დააზიანა, ადვილი მისახვედრია, რომ ამან ეფექტურად არ იმუშავა. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთიდან „შავი ხვრელის“ საშუალებით რუსეთთან ვაჭრობა რამდენჯერმე გაიზარდა, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უდანაშაულო უკრაინელი ხალხის სისხლით ვიღაც ხელს ითბობს. ვინ გაბედავს რუსეთთან ღია სამხედრო კონფლიქტში ჩართვას? - ეს არის ერთადერთი კითხვა, რომელიც ისმის უკრაინის ომზე.


ფაქტია, დასავლეთი ჩიხშია, უკრაინის ომი ნამდვილ კოშმარად ექცათ. წლევანდელი წელი საარჩევნო წელია და ამ ომის დასრულების კონკრეტული გეგმა უნდა შესთავაზონ მთელმა რიგმა პოლიტიკურმა ელიტებმა საკუთარ ამომრჩეველს, სხვა შემთხვევაში მათი მარცხი გარდაუვალი იქნება. ორი წლის წინ მსოფლიოს ნომერ პირველი ტოპ თემა, რომელზედაც ლამის საქართველოც წამოაგეს, დღეს მისაჩქმალი ხდება, რადგან გამოსავალს ვერ პოულობენ. ამ ლოდინში კი იღუპება ხალხი, რომელიც გულწრფელად იბრძვის საკუთარი სამშობლოსთვის“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930