გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 03, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ პირველ კორპუსთან სტუდენტებისთვის კვების ახალი ობიექტი ამოქმედდება

12-03-2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის უახლოეს პერიოდში, კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება.


სივრცე, სადაც კვების ობიექტის გახსნა იგეგმება,  თსურექტორმა, ჯაბასამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახა ჭეიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით,  უკვე მიმდინარეობს სივრცის პროექტირებაზე მუშაობა. მომავალი კვირიდან გამოცხადდება ტენდერები ტექნიკის, ავეჯისა და საჭირო ინვენტარის შესაძენად ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი და მოეწყობა კაფეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცე. ამასთან, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ხარისხიანი, მრავალფეროვანი საკვები, შეღავათიან ფასში.


კვების ობიექტი, ძირითადად თსუ-ის 1-ელი, მე-2 და მე-6 კორპუსების, სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება, სადაც თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან.


კვების ობიექტი უკვე ამოქმედდამეათე (მაღლივი) კორპუსში, სადაც სტუდენტებს სარგებლობენ ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სერვისებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031