12-03-2024
ვეიტინგი, ვეიტინგი გაიძახიან დღეს... მოდით ვნახოთ ვინ ითხოვს ვეიტინგს და რა შეიძლება მოგვიტანოს ამ ყოველივემ: დავიწყოთ იმით, რომ ვეიტინგით, დაინტერესებულია ყველა ის რადიკალური ჯგუფი, რომლებსაც, ასე ვთქვათ, კუდები აქვთ გამობმული თავის უცხოელ პატრონებთან და ამჯერად სწორედ ეს ყბადაღებული ვეიტინგი მიაჩნიათ თავიანთი ხელმოცარულობის გამოსასწორებლად, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
მისი განცხადებით, "ვეტინგით" ფასდება მოსამართლეების და ზოგადად, საჯარო მოხელეების თანამდებობის დაკავების შესაბამისობა, რის შემდეგაც მათი დანიშვნაზე უარი ან სულაც განთავისუფლებაა შესაძლებელი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას გამორიცხავს.
"ვეიტინგი, ვეიტინგი გაიძახიან დღეს... მოდით ვნახოთ ვინ ითხოვს ვეიტინგს და რა შეიძლება მოგვიტანოს ამ ყოველივემ: დავიწყოთ იმით, რომ ვეიტინგით, დაინტერესებულია ყველა ის რადიკალური ჯგუფი, რომლებსაც, ასე ვთქვათ, კუდები აქვთ გამობმული თავის უცხოელ პატრონებთან და ამჯერად სწორედ ეს ყბადაღებული ვეიტინგი მიაჩნიათ თავიანთი ხელმოცარულობის გამოსასწორებლად. მოდით ასევე ვნახოთ რა არის სინამდვილეში ეს ვეიტინგი: ეს გახლავთ საჯარო მოხელეების, მოსამართლეებისა და პროკურორების შემოწმების ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ფასდება მათი თანამდებობის დაკავების შესაბამისობა, რის შემდეგაც მათი დანიშვნაზე უარი ან სულაც განთავისუფლებაა შესაძლებელი.
საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ უფრო საინტერესოა, რომ ამას რეალურად განახორციელებენ და გააკონტროლებენ უცხოელები! დიახ, დიახ შენს ქვეყანაში, რომლის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტის მიღწევას თაობები შეეწირნენ, უცხოელები გადაწყვეტენ ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ პროკურორი! მაშ სად არის სასამართლოს დამოუკიდებლობა? ან როგორ უნდა აშენო სამართლებრივი სახელმწიფო, როდესაც სხვამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება შენთან თანამდებობის პირი? მაშინ საერთოდ რატომ ატარებ არჩევნებს, ხმას აძლევ შენთვის სასურველ პარტიას, რომელსაც ენდობი შენი ქვეყნის მართვაში, თუ ასე „მარტივად“ შეიძლება ვიღაცამ დაგილაგოს ყველაფერი?! ბარემ პირდაპირ დაგვინიშნონ პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრები, საჯარო მოხელეები, მათ შორის უცხოელებიც... გასაგებია, რომ ამ ძალიან უცნაურ და სახიფათო საქმეს მონა რადიკალები, უჭერენ მხარს, მაგრამ ამ უცხოელებმა რით ვერ ისწავლეს ჭკუა, რომ სუვერენიტეტის საკითხებზე ეს ხელისუფლებაც და ხალხიც ძალიან ჯიუტი და შეუვალია?!" - წერს ნიკოლეიშვილი.