გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელი მეცნიერი: ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები იმედისმომცემია

21-09-2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს და დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, გრეგ კრავჩუკი გაეცნო.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკელმა მეცნიერმა სეს-ის წარმომადგენლებთან ერთად, თხილის ნარგავები და სიმინდის მასივები გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში დაათვალიერა. იგი ფერმერებს შეხვდა, მოინახულა “მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მოისმინა ინფორმაცია თუ რამდენად არის ჩართული მოსახლეობა მექანიკური ღონისძიებების განხორციელებაში. გრეგ კრავჩუკი, ასევე, ანასეულში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიაში,იმყოფებოდა, სადაც სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მავნებლის ბიოლოგიასა და მასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

ამერიკელი მეცნიერის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია.

 

„ქართველ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება და მზა რეკომენდაციები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის სამუშაო, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს, როგორც ფერმერთა დახმარების, ასევე მათი ინფორმირების თვალსაზრისით. შედეგები იმედისმომცემია. ქართველმა ფერმერებმა დაიწყეს იმ მეთოდების გამოყენება, რომლებსაც ამერიკელი ფერმერები ჩვენი რეკომენდაციებით იყენებენ. თუ გვინდა მივიღოთ ხელშესახები შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში“, - განაცხადა გრეგ კრავჩუკმა.

 

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი საქართველოში წელს მესამედ იმყოფება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930