გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე არახამიას: ბატონო ბრაუნ, სააკაშვილს კიდევ დიდი ხნით მოუწევს მსჯავრის ქვეშ ყოფნა და ადეიშვილი დღეს თუ არა ხვალ მაინც წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე

12-03-2024

მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, არახამია გამოჩნდა და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან ერთად, საქართველოს მხრიდან სანქციების თავის არიდებაზე დაიწყო საუბარი, - წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, არახამიამ გადაწყვიტა, ვითომდა სკანდალური განცხადება გაეკეთებინა, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსნის, ადეიშვილის ექსტრადირება მოითხოვა.


“მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, არახამია გამოჩნდა და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან ერთად, საქართველოს მხრიდან სანქციების თავის არიდებაზე დაიწყო საუბარი. ნეტავ რამ გაახსენა ჩვენი თავი, მოვენატრეთ?! არა, საქართველოს მთავრობამ ევროპის ქვეყნებს მიმართა წერილით, კრიმინალი ადეიშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.


ადეიშვილი კი უკრაინის მოქმედი მაღალჩინოსანია. ჰო და უკრაინის ნაძირალა მთავრობის ანასხლეტმა არახამიამ გადაწყვიტა, ვითომ და სკანდალური განცხადება გააკეთოს - სააკაშვილი მოითხოვა და საქართველო დაადანაშაულა საერთაშორისო სანქციების დარღვევაში. ბატონო ბრაუნ, სააკაშვილის კიდევ დიდი ხნით მოუწევს მსჯავრის ქვეშ ყოფნა და ადეიშვილი კი, დღეს თუ არა ხვალ მაინც წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.


სანქციებს რაც შეეხება, ჯერ ამერიკა-ევროკავშირს მოსთხოვე განმარტება თუ რატომ აგრძელებენ რუსეთისაგან იმპორტს მესამე ქვეყნების მეშვეობით და მერე დაგიჯერებთ გულწრფელობაში!” - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31