გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძემ ინვესტორთა საბჭოს ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები გააცნო

13-03-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ინვესტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.  მაია ომიაძემ შეხვედრაზე გასული წელი შეაჯამა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.


საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით დაგეგმილ აქტივობებს, წელს საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებსა და მომსახურების სფეროში სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტებს.


ინვესტორთა საბჭო წარმოადგენს საჯარო-კერძო დიალოგის დამოუკიდებელ პლატფორმას, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031