გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: არახამიასთვის და მისნაირებისთვის უკრაინა არის ფულით სავსე ბეღელი

13-03-2024

„არახამია, ნამდვილად უსამშობლო ქართველია და თუ მას ასე შესტკივა გული თავის ქვეყანაზე, სახელმწიფოს და ქვეყნის აღქმა პირველად სახელმწიფო ენიდან მოდის, მან კი ქართულიც არ იცის, ვერ მეტყველებს და საქართველოს მომავალზე გვესაუბრება უკრაინიდან, გვიგეგმავს თუ როგორი მომავალი უნდა შევქმნათ ქვეყანაში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან ისაუბრა.


მისი თქმით, უკრაინის ომს ეწირებიან ნამდვილი პატრიოტები, უკრაინელი ხალხი, ხოლო კრიმინალები ჭკუას ასწავლიან ჩვენს ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა.“


„ზოგადად, არახამიაზე ამ დოზით საუბარი მისთვის დიდი პატივია. მე არ ვთვლი მას ისეთ ფიგურად, რომ მასზე შეიძლება ამდენი დრო დავკარგოთ, მაგრამ ის კრიმინალების ბუდიდან არის და იძულებულები ვართ ვისაუბროთ. გუშინ, პრემიერ-მინისტრმა მისი დუმილით არაჩვეულებრივი პასუხი გასცა იმიტომ, რომ ის არ არის მისი საპირწონე.


არახამია, ნამდვილად უსამშობლო ქართველია და თუ მას ასე შესტკივა გული თავის ქვეყანაზე, სახელმწიფოს და ქვეყნის აღქმა პირველად სახელმწიფო ენიდან მოდის, მან კი ქართულიც არ იცის, ვერ მეტყველებს და საქართველოს მომავალზე გვესაუბრება უკრაინიდან, გვიგეგმავს თუ როგორი მომავალი უნდა შევქმნათ ქვეყანაში - ეს იქნება სააკაშვილის გათავისუფლება, რუსეთთან ფრენების აკრძალვა და ა.შ.


იცით რა არის? დღეს, უკრაინაში ომი კი არის, მაგრამ ამ ომს ეწირებიან ნამდვილი პატრიოტები - უკრაინელი ხალხი. დღეს, არახამიასთვის და მისნაირებისთვის უკრაინა არის ფულით სავსე ბეღელი. ჩვენ ვიცით რესპუბლიკელებმა რა საფუძველი დაუდეს უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიზეზი იყო ის, რომ უკრაინაში ყვავის კორუფცია.


ბუნებრივია, სადაც საქართველოში ერთ პატარა ქვეყანაში კეზერაშვილი და მისი გუნდი (დღეს არახამიას საძმოა) მილიონერები თუ მილიარდერები გახდნენ იარაღის ვაჭრობით თუ სხვა რამით, წარმომიდგენია, რას იზამდნენ უკრაინაში, სადაც მასშტაბები უფრო მეტად დიდია. ამ ომის პერიოდში რამდენი მილიარდი ჩაიტანეს უკრაინაში არავინ იცის. ვის სჯერა იმის, რომ ყველა ამ თანხას პატრიოტებს ახმარენ ბრძოლის ველზე და ომში დებენ ამ თანხას - ტყუილია. ზუსტად, კონგრესმენებმა გვითხრეს, რომ კორუფცია ყვავის უკრაინაში. აი, ამ კორუმპირებულ ბეღელში სხედან უკრაინაში და ეს კორუმპირებული ხალხი ჩვენს ხელისუფლებას ჭკუას ასწავლის იქიდან თუ როგორ მოიქცეს. სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და არა იქ, სადაც დღეს არის და იმ ციხეში უნდა მიუსვან გვერდით ის ხალხი, ვინც საქართველოდან გაიქცნენ და დღეს ეს კრიმინალები ჭკუას გვასწავლიან, თუ როგორ უნდა ვმართოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930