13-03-2024
გლობალური ომის პარტიას რომ ვახსენებთ, ჩვენი შერქმეული სახელია, მაგრამ ჰაერიდან მოტანილი და გამოგონილი არ არის. ვნახეთ, რომ რაღაც ძალებმა საქართველოსთან მიმართებაში შეძლეს არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღება - ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იმოქმედეს - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ყველა კრიტერიუმით ვიყავით წინ.
„იქ რაზე იყო ლაპარაკი, ის ტყუილი იყო თუ მართალი ერთია და მეორეა - [საგარეო პოლიტიკასთან] თანხვედრაში არმოსვლა ტყუილი იყო. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტს შევუერთდით, რაც კი საერთაშორისო ასპარეზზე იყო წარმოდგენილი და 600-ზე მეტი დოკუმენტია ასეთი. მათ შორის, ხაზგასმით ვამბობ სულ, ჰააგასთან მიმართებაში რუსეთის წინააღმდეგ, რა თანხვედრაზეა ლაპარაკი, თუ ჩვენ გვაქვს ფაქტი და არა ისევ ჩვენი შეფასება, რომ ჰააგასთან მიმართებაშიც კი, სადაც რუსეთის გასამართლებაზეა საუბარი, ამ დოკუმენტსაც უერთდება საქართველო, ყველა დანარჩენი სპეკულაციურია განცხადება, რომელიც ამბობს რომ ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში ამ საკითხებთან არ მოდიოდა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა რამდენიმე თვეში იმ გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და მხოლოდ ერთი საფეხურით წაწია წინ და მიანიჭა მხოლოდ პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვასთან განსხვავებით, გამოაქვეყნა კრიტერიუმები, სადაც ყველა წამყვანი კრიტერიუმით საქართველო იყო პირველ ადგილზე.
“ევროკავშირმა ამ ნაბიჯით თავადვე აღიარა, რომ იმ კრიტერიუმებით, რომელიც ჩემთვის განმსაზღვრელია როდესაც ვანიჭებ რაღაც სტატუსს ქვეყანას, ამის მიუხედავად, მე არ მივანიჭე კანდიდატის სტატუსი. გამოქვეყნებული კრიტერიუმები ამაზე მეტყველებდა. აი ამ ფონზე არსებობს რაღაც ძალა, თუ გნებავთ გლობალური ომის პარტია დავარქვათ, გნებავთ X ძალა, ამ X ძალას შესწევს უნარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირველ ადგილზეა, ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მას არ მიენიჭოს სტატუსი და მიენიჭოს სხვა ქვეყანას, რომელიც ამ ქვეყანას ჩამორჩება ყველა კრიტერიუმით” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.