გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია

14-03-2024

„სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია. ნაცები ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი ნაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ახალ ამპლუაში წარმოუდგებიან საზოგადოებას, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება“-ამის შესახებ წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


კაკაბაძე პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ისინი თავს იტყუებენ, რომ თუ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს „ახლებად“ წარადგენენ, ხალხი იმდენად უვიცია, რომ მათ მართლაც ახალ, ან „განწმენდილ“ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.


„სასარგებლო იდიოტები


პოლიტიკაში არის ასეთი ტერმინი - „სასარგებლო იდიოტები“. ასე იმ ხალხს ეძახიან, ვის პოზიციებს, გამონათქვამებს თუ ქმედებებს მათივე მოწინააღმდეგეები ისე ეფექტურად იყენებენ თავის სასარგებლოდ, რომ ეს იდიოტები აზრზეც ვერ მოდიან და პირიქით ჰგონიათ, რომ თავისი მოქმედებებით თვითონვე იწერენ ქულებს და არა მოწინააღმდეგეები.


სასარგებლო იდიოტების მდგომარეობაშია დღეს თითქმის მთელი ქართული ოპოზიცია. ნაცები ხომ მთავარი საფრთხობელები არიან, მაგრამ არანაკლებ სასაცილოები არიან ის ყოფილი ნაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ახალ ამპლუაში წარმოუდგებიან საზოგადოებას, ხალხს მათი შავბნელი წარსული დაავიწყდება და დაიჯერებს, რომ ასე შეიძლება სავლეები მასობრივად განიწმინდონ და პავლეებად გადაიქცნენ. ეს მაშინ, როდესაც არც ერთი მათგანი არ აღიარებს, რომ სააკაშვილის მმართველობა „სისხლიანი 9 წელი“ იყო და არა „აღმშენებლობის, დემოკრატიისა და ქვეყნის გაბრწყინების“ წლები.


ნაცების იდეოლოგი და გენ პროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, მისი ჯიბის ბნელი კუნჭულიდან ამომხტარი ექს-მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, მიშას დროინდელი აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფი ნიკა მელია და სხვები თავს იტყუებენ, რომ თუ საზოგადოების წინაშე საკუთარ თავს „ახლებად“ წარადგენენ, ხალხი იმდენად უვიცია, რომ მათ მართლაც ახალ, ან „განწმენდილ“ პოლიტიკურ ძალად მიიჩნევს.


ძარცვის გზით პატიმრებისთვის ციხიეებში ფულების და ქონებების წართმევების გამპრავებელი ბიზნესმენები ხაზარაძე-ჯაფარიძე და მათი „ლელო“, რომელიც, მართალია, როგორც პოლიტიკური პარტია, ახლადშექმნილია, მაგრამ ისეთი მრავალფეროვანი, მრავალპარტია¬გამოცვლ­ილი ლიდერებით არის წარმოდგენილი, რომ პოლიტიკური აჯაფსანდალი გეგონებათ. ჯერ რესპუბლიკელი, მერე „შენების“ პარტიის და ბოლოს, „ოცნების“ ლიდერი უსუფაშვილი, აგრესიულობით ცნობილი „ნაცების“ ყოფილი ლიდერი სამადაშვილი, ყოფილი „ახალი მემარჯვენეები“ მამუკა კაციტაძე და ფიქრია ჩიხრაძე, ვითომ „ნეიტრალური“ყოფილი უფლებადამცველი ანა ნაცვლიშვილი, ყოვლისმცოდნე „самоуверенный дурак“-ი გრიგოლ გეგელია და სხვები ასევე გვიმტკიცებენ, რომ ისინი არიან ქვეყნის გადამრჩენები და „რუსული რეჟიმის“ დამმარცხებლები, რის შემდეგაც უმუშევრობასაც მოსპობენ, სიღარიბესაც, პენსიებსაც ათასობით ლარს დაურიგებენ და დემოკრატიასაც დაამყარებენ.


მათგან არც ისე დაშორებულები არიან ერთ დროს „ოცნების“ წყალობით პოლიტიკურ ფიგურებად ქცეული გიორგი გახარია, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები, რომლებიც ხალხს უმტკიცებენ, რომ „ოცნებაში“ ყოფნისას თავისი დიადი იდეების განხორციელებაში ცუდი თანაპარტიელები უშლიდნენ ხელს, თორემ ეხლა, მათგან განცალკევებულად თუ აგვირჩევთ, ციდან ვარსკვლავებს ჩამოვწყვეტთ და გაგაბედნიერებთო.


მოკლედ, იმის გამო, რომ ეს პოლიტიკოსები ათას ტყუილს პირდებიან ხალხს, ვერ აცნობიერებენ, რომ საზოგადოება მათ ტყუილებს ვერ დაიჯერებს, რადგან სიმართლე საკუთარ ტყავზე აქვთ განცდილი და ამიტომ ასეთი „დაპირებებით“ მხოლოდ აფრთხობენ და აშინებენ ხალხს, რომელიც ფიქრობს, ოღონდ ის 9-წლიანი კოშმარი არ დაბრუნდეს და თუნდაც მარადიულად იყოს ოცნება ხელისუფლებაშიო. ამიტომაა, რომ „ოცნებას“ დანარჩენი პარტიების ჯამურ პროცენტზე მაღალი მხარდაჭერის პროცენტი აქვს ყველა კვლევით. ამიტომაც არის, რომ სანამ ეს ჭაობი პოლიტიკურ პენსიაზე არ გავა, მანამდე ხელისუფლება მათ ყოველთვის წარმატებით გამოიყენებს სასარგებლო იდიოტებად“-წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930