გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ხულორდავა: ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა ვიდრე ოდესმე ყოფილა

21-09-2018

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებულია, ვიდრე ოდესმე.

ეს განცხადება მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

ეროვნული ინტერესების გარდა, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებს, გვაქვს ასევე საგნობრივი თემატური ინტერესები, რაზეც ვსაუბრობთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან და  რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხარდაჭერა გვაქვს. ამ ურთიერთობების გაღრმავების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, მისი შეხვედრები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კონგრესის წარმომადგენლებთან. საქართველოს სჭირდება და კიდეც აქვს პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ეს დასტურდება იმ განცხადებებით, რომელიც აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამ ვიზიტის მიმდინარეობის პროცესში მოვისმინეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეკონომიკური ინტერესებითაც მეტად დავაკავშიროთ ჩვენს ქვეყანას  აშშ, რაც ერთის მხრივ ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოსთვის და გარდა ამისა გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესის გარანტი იქნება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს შემდეგომ თანამშრომლობას,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930