გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: "ვეტინგი" არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად და ის ოპოზიციის ხელში მხოლოდ უკანონობის დაკანონების იარაღია

14-03-2024

"ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი როგორიც მოსამართლეა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს," - წერს სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ვეტინგის სისტემა რადიკალური ოპოზიციისთვის ინსტრუმენტია, რომ სინდისის სახელით სასამართლო დაიქვემდებარონ. "ვეტინგი" ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მისი საბოლოო მიზანია პოლიტიკური კონტროლი განხორციელოს სასამართლო ხელისუფლებაზე.


"ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი როგორიც მოსამართლეა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს. ოპოზიციური სპექტრი ვეტინგის დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია სასამართლო არ იყოს დამოუკიდებელი და იყოს მათზე დამოკიდებული. "ვეტინგის" სისტემა რადიკალური ოპოზიციისთვის არის ინსტრუმენტი, რომ მათ სინდისის სახელით სასამართლო დაიქვემდებარონ. მინაწერი: ამგვარ ფსევდორეფორმებს, იდეებს ქართული სახელმწიფო არ გაიზიარებს რადგან "ვეტინგი" არ ითვლება საუკეთესო პრაქტიკად და ის ოპოზიციის ხელში მხოლოდ უკანონობის დაკანონების იარაღია" - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930