გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ჯდება პარლამენტის ქუთაისის სასახლის შენახვა

21-09-2018

პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადატანას ითვალისწინებს. ქალაქ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებისთვის დახარჯული საბიუჯეტო თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძისგან მოისმინეს.

„პარლამენტის ქუთაისის სასახლის ფუნქციონირება წელიწადში 2.5 მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. თანხა სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს და იმისთვის, რომ სასესიო პერიოდში პარლამენტი ქუთაისში ოპერირებდეს და შენობა ფუნქციონალურ რეჟიმში იმყოფებოდეს, პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად აღნიშნული ოდენობის თანხა იხარჯება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისში დეპუტატების საქმიანობისთვის დამატებით გამოყოფილ თანხებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა დააღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის იურიდიული მისამართი არის ქალაქი ქუთაისი, შესაბამისად, ქუთაისში ჩამოსვლის დროს არანაირ დამატებით სამივლინებო ხარჯებს დეპუტატები არ იღებენ.


„მათ აქვთ მხოლოდ ხელფასი და იმ შემთხვევაში თუ მათ უწევთ ქუთაისშიდარჩენა, განთავსებასთან დაკავშირებულ თანხებს პარლამენტის წევრები საკუთარი ხარჯებიდან გასწევენ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


პარლამენტის აპარატის უფროსმა ქუთაისის სასახლეში არსებული აპარატურის თბილისში გადატანის საკითხებზეც ისაუბრა.


„თბილისში არის გარკვეულიაპარატურა, თუმცა იმ აპარატურის ნაწილის, რომელიც ქუთაისშია, მოხდება გადატანა და შესაბამისად, სათადარიგო ვარიანტად გამოყენება, რაც დამატებითი ეკონომიის მომენტს ქმნის. შესაბამისად, როდესაც პარლამენტის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება შევა ძალაში, პარლამენტის თბილისის სასახლე სრულ მზადყოფნაში იქნება იმისთვის, რომ სასესიო სხდომები ჩატარდეს და პარლამენტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე იფუნქციონიროს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930