გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუნცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

15-03-2024

მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან,” - ასე გამოხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავს მიერ გაკეთებულ განცხადებას.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებს და არა ქართველი ხალხისგან.


,,მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930