გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება

15-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის ასფალტ ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნენ.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმქაციით, 1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

 

პროექტი რეგიონებში განსახორციელელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

"რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას" - აცხადებენ მერიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930