გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან

16-03-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანთან და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან.  შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.


”Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედია გამოცემის, T.A.I.   და ტურისტული სააგენტოს  Ruefa დირექტორებთან, ასევე  ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და  ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან.  შეხვედრებზე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურების გამართვას და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ავსტრიაში" -აცხადებენ  საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავსტრიის ავიახაზებთან საქართველოში  პრეს და გაცნობითი ტურის მოწყობას განიხილავენ.


ვენის ტურისტულ გამოფენაზე 850 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას 11 ათასი ვიზიტორი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930