გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition“ დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

16-03-2024

საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition 2024“ საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. "Cyber Coalition" ნატოს ყველაზე ფართო მასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.


"საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ბიუროსწავლებაში ბოლო 5 წელია აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთიკვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან მონაწილეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ღონისძიების საქართველოში ჩატარებისათვის და ხაზი გაუსვა კიბერ უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930