გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ "პრეზიდენტს" ნორმალურად მიაჩნია, გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის წევრი

18-03-2024

დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ "პრეზიდენტის" სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს შესახებ სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტს დასაშვებად მიაჩნია რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ცესკოს ხელმძღვანელობდეს.


"დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანში და გონში იგრძნო სუსხი.. ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეულ "პრეზიდენტის" სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე.


ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ "პრეზიდენტს" ნორმალურად და დასაშვებად მიაჩნია, თუ გარკვეულ სიტუაციაში ცესკოს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის (არა აქვს მნიშვნელობა რომელი) წევრი, თავის პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით.


ყველამ ნახა და მოისმინა, რომ სწორედ ამისკენ მიჰყავდა პროცესები რადიკალურ ოპოზიციას" - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031