18-03-2024
სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობა და პოლიტიკური უსინდისობა, უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მიუხედავად ამისა მაინც ვთვლი თავს ვალდებულად ზოგიერთ ფაქტსაც გამოვეხმაურო და მისი მომავალი ქმედების შესაძლო სცენარზეც მოკლედ ვისაუბრო, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ზურაბიშვილი არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის იდეების გამხმოვანებელია, არამედ არცთუ იშვიათად, მათ პირდაპირაც წარმოადგენს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის მარცხი არჩევნებზე გარდაუვალია, შესაბამისად, პრეზიდენტის ფაქტორს არჩევნების შემდეგ რადიკალები გამოიყენებენ და რევოლუციური პროცესების აგორებას შეეცდებიან.
"სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობა და პოლიტიკური უსინდისობა, უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მიუხედავად ამისა მაინც ვთვლი თავს ვალდებულად ზოგიერთ ფაქტსაც გამოვეხმაურო და მისი მომავალი ქმედების შესაძლო სცენარზეც მოკლედ ვისაუბრო:
ყველა კარგად ვხედავთ დე ფაქტო პრეზიდენტი არათუ რადიკალური ოპოზიციის და გარკვეული არასამთავრობო სექტორის იდეების გამხმოვანებელია, არამედ არცთუ ისე იშვიათად მათ პირდაპირ წარმომადგენლადაც გვევლინება. ამ შემთხვევაში საინტერესო დეტალი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჯერ ზურაბაშვილს ეუბნებიან უცხოელი პატრონები როგორ მოიქცეს და შემდეგ ის აძლევს გზავნილებს რადიკალებს თუ პირიქით.
რაც შეეხება სავარაუდო სცენარს, თავად ოპოზიცია აღიარებს, რომ არჩევნებზე მათ მარცხი, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთმა მათგანმა 5% ბარიერი შეიძლება გადალახოს, მაინც გარდაუვალია. შესაბამისად დღის წესრიგში დადგება (ან უკვე დადგა), თუ როგორ მოიქცნენ არჩევნების შემდეგ:
1) არჩევნების მიმდინარეობისას ოპოზიცია, თავიანთ ტელევიზიებით შეცდება გაყალბების და დაძაბულობის სურათი დახატოს;
2) ამ მიზნით, სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის (მერე რა რომ დე ფაქტო პრეზიდენტია) ფაქტორის გამოყენება რადიკალებისთვის იდეალური იქნება უცხოეთის „ყურადღების, შეშფოთება-აღშფოთების“ მიმართულებით-ზურაბიშვილი ჩაატარებს ბრიფინგებს, მოიწვევს ელჩებს, ცხადია ჩაერთვება უცხოურ მედია საშუალებებს.
3) არჩევნების მეორე დღეს, ოპოზიცია, რევოლუციური პროცესის აგორებას შეეცდება, აქაც მათ ლიდერად თუ არა ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად სალომე ზურაბიშვილი მოევლინება.
4) არ მგონია, რომ არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი იმ მიზნით გადადგეს, რომ რომელიმე ოპოზიციურ ფლანგს შეუერთდეს, მისთვის გაცილებით კომფორტული იქნება ორბელიანების სასახლეში სერიოზულ მავნებლობის ჩასატარებლად "გამაგრება".
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ველოდები როგორც სიტუაციის დაძაბვას, ასევ არეულობის მცდელობას, არანაკლები გამოწვევა იქნება, უცხოეთის პოზიციებიც, რომლებმაც ჩართულობა-ჩარევის მცდელობით შეიძლება პირდაპირ იერიშიც კი მიიტანონ ჩვენს სუვერენიტეტზე.
საბოლოოდ, მიზანშეწონილად და აუცილებლად მიმაჩნია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების გატარება, ხოლო კანონის იმისთანებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება" - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.