გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი: 2008 წლის აგვისტოში ჩვენ ტრანსატლანტიკური ერთიანობის გამოცდა ვერ ჩავაბარეთ

22-09-2018

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისა და პენტაგონის ექსმაღალჩინოსნის, მარკ სიმაკოვსკის განცხადებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი უკრაინაში შეჭრის წინაპირობა იყო.


ეს განცხადება სიმაკოვსკიმ ამერიკულ რადიოსადგურ, «Radio Voice of America»-სთან ინტერვიუში გააკეთა.


"ვფიქრობ ეს დასავლეთისთვის რუსეთის ამბიციის სიგნალი იყო, რომლითაც ის ევროატლანტიკური ინტეგრაციის დამთავრებას ცდილობს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთის მეზობლად მდებარე ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ეს იყო ტრანსატლანტიკური ერთიანობის გამოცდა და ჩვენ ის ვერ ჩავაბარეთ. საქართველო კი ამის გაკვეთილი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ [ობამას ადმინისტრაციის] „გადატვირთვის“ პოლიტიკა რუსეთ-საქართველოს ომიდან დაახლოებით 6 თვეში დაიწყო. ანუ, ძალიან სწრაფად, ამერიკა მზად იყო გეზი შეეცვალა და რუსეთთან უფრო დადებითი ურთიერთობა დაეწყო.

ამერიკის ზოგიერთ მაღალჩინოსანს მიაჩნდა, რომ ამ დადებითი ურთიერთობით საქართველოც ისარგებლებდა. მაგრამ, რუსეთის ჯარი დღესაც საქართველოშია, რუსეთის საოკუპაციო ჯარი ახლა უკრაინაშიც გადავიდა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა დღესაც მერყეობს იმაზე შეინარჩუნოს თუ არა ერთობლივი სანქციები რუსეთზე. ბევრი თვალსაზრისით რაღაცეები ვისწავლეთ, მაგრამ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი. მე კომფორტულად არ ვგრძნობ თავს რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით ჩვენი დამოკიდებულებით საქართველოს [კონფლიქტების] მიმართ"-განაცხადა სიმაკოვსკიმ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930