გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოლცი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, თავად ევროკავშირმაც გააანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

20-03-2024

ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით - „ევროპა 2024“ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა. 


ოლაფ შოლცის თქმით, თავად ევროკავშირმაც გააანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.


2022 წლის აგვისტოში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პრაღაში ჩარლზის უნივერსიტეტში ვისაუბრე ისტორიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ევროპაში ვდგავართ. როგორ დავიცვათ ევროპული სამშვიდობო წესრიგი ნეოიმპერიული რუსეთისგან, რომელსაც სურს ძალის გამოყენებით საზღვრების გადატანა და რომელშიც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.


უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა, განვავითაროთ ევროპის სამშვიდობო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, თუნდაც გარე გამოწვევების ფონზე. სულ რამდენიმე წლის წინ, ბრექსიტის შემდეგ და კოვიდპანდემიის დროს, ყველგან საუბრობდნენ ევროკავშირის დაშლაზე და ევროპული პროექტის დასრულებაზე.

ჩვენი გაერთიანება {ევროკავშირი} ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. თავად ევროკავშირმაც გააანალიზა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა“, - განაცხადა კანცლერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930