გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა, როგორც "შულავერის კომიტეტის" ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება

21-03-2024

ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოებისგან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა - შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო“.


აბაშიძის თქმით, ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა, როგორც "შულავერის კომიტეტის" ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება.


„ნაცსექტის ნებისმიერი განშტოება, პარტია თუ ე.წ. NGO, რომელიც ებრძვის საქართველოს დოლარით, ევროთი, რუბლით თუ ტაივანური ახალი დოლარით, არ წარმოადგენს არც კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ შორის არიან ის ვითომ მიუკერძოებელი ექსპერტები და ლექტორები, რომელთა ნარატივები უადვილესად იშიფრება - "ნაცების" დღის წესრიგი.


ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება. აღარაა საჭირო ამერიკული FARA-ს კანონის მიღება, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა როგორც "შულავერის კომიტეტის" ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება და ვითომ რაიმე დივიდენდის მიღება“, - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930