გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრი რთველის მიმდინარეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიულ საწარმოში გაეცნო

23-09-2018

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გავაზის საუკეთესო ვენახები“, რომელიც 29 მევენახეს აერთიანებს, 2017 წელს „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო მოაწყო.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, ირაკლი შიოშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახების“ მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში ყურძნის მიღების პროცესს გაეცნო.


კოოპერაციულ საწარმოში, მიმდინარე წელს, 120 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება. ამ ეტაპზე, ყურძნის მიღების პროცესი მიმდინარეობს; დაგეგმილია კოოპერატივის წარმოებული ღვინის ექსპორტი ბელარუსის რესპუბლიკაში.


„კოოპერაცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კოოპერატივებისათვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ამ პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ ყურძენი საკუთარ საწარმოში გადაამუშაონ და გაზრდილი შემოსავალი ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ღვინისმე-10 საერთაშორისო კონკურსზე “International Wine Competition 2018” კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახები“ პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში იყო წარდგენილი. ღვინო საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031