გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ათასობით მოქალაქე წარმოუდგენელ ტერორში გაატარეთ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში

22-03-2024

მე მართლა არ ვიცი, რატომ გგონიათ, რომ ქვეყნის გარეთ მიიღებთ უფრო მეტ მხარდაჭერას და საერთოდ რაიმე მხარდაჭერას, მაშინ როცა ქვეყნის შიგნით უკვე 15%-ზე ხართ დასულები და ეს 15%-იც მელია-გვარამიას აგურ-აგურ გააქვთ თქვენი 15 %-იანი დაშლილი პოლიტიკური ბანაკიდან და ცალკე აკეთებენ 1%-იან შპს-ებს. მე არ ვიცი რისი იმედი გაქვთ, როდესაც სტიქიების დროს თქვენ არ ჩასულხართ არც რაჭაში და არც გურიაში და ხალხის გვერდით არ მდგარხართ არცერთ რთულ მომენტში, მეტიც, თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ არაერთხელ, როდესაც საქართველოს უნდა მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, როდესაც საქართველოს უნდა მიეღო ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა, თქვენ იდექით საქართველოს წინააღმდეგ, არა მხოლოდ იდექით, არამედ ფულს იხდიდით საქართველოს წინააღმდეგ, – ასე მიმართა ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას ეკუთვნის ემიგრაციის რეკორდი საქართველოში. მანვე აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეები წარმოუდგენელ ტერორში იყვნენ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ყოფილიყო, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ქვეყანაში.


„თქვენ {ოპოზიციას} გყოფნით სინდისი და ჩვენ გვადანაშაულებთ, რომ თითქოს საქართველოდან ემიგრაცია გაზარდა ამ ხელისუფლებამ, ასეთი უსინდისო განცხადების გაკეთება, არის უსარგებლო და ამაზე რიცხვებით და კონკრეტული ისტორიებით მიიღებთ პასუხს. ახლა შეგახსენებთ ემიგრაცია ვინ გამოიწვია. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი და უარყოფითი განსხვავება ქვეყნიდან წასულ ადამიანებს და დაბრუნებულთა შორის და ეს რეკორდი გეკუთვნით თან მაშინ, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ ადამიანები დღეში ჩააგდეთ.


300 000-მდე ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა სასჯელაღსრულების სისტემაში. მე პირადად ადამიანი, რომელიც მუშაობდა ამ სამინისტროში 2014-2015 წლებში გეტყვით, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე, რომელიც თქვენ გაატარეთ წარმოუდგენელ ტერორში წლების განმავლობაში ვეღარ ახერხებდა და ბევრი მათგანი დღემდე ვერ ახერხებს რესოციალიზაციას, დაბრუნებას სამუშაო ადგილებზე. მათ აქვთ შერყეული ჯანმრთელობა და მათ აქვთ პრობლემები, რომლებიც თქვენ დაუტოვეთ და ეს არის ღრმა პრობლემები და რა პრობლემებია, შეგიძლიათ ამაზე სპეციალისტებს დაელაპარაკოთ. ეს ადამიანები თქვენ გარიცხეთ საქართველოს ეკონომიკიდან, გარიცხეთ ჩვენი საზოგადოებიდან, იმიტომ რომ ხელყავით მათი ღირსება და გაანადგურეთ მათი ჯანმრთელობა და არაერთ შემთხვევაში სიცოცხლეც, გაანადგურეთ მათი ოჯახები. თქვენ ადამიანებს როცა აწამებდით და როცა ძალადობდით, ის ადამიანები და ის ოჯახები გაწირეთ უმუშევრობისთვის და გაწირეთ ზუსტად ქვეყნიდან წასვლისთვის და ემიგრაციისთვის. ათასობით ადამიანია, ვისაც ჩამოართვით საკუთრება. თაბუკაშვილის ქუჩიდან, მეორე სართულიდან მესაკუთრეები რომ გადმოყარეთ, შემდეგ დღეებში ასი ათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ მიმართა რეესტრს, ესენი იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც დააშინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ვისაც შეეშინდა, რომ მათაც არ წაართვან საკუთრება. ასი ათასობით ადამიანმა მიმართა შემდეგ დღეებში რეესტრს და ეს ხალხი დღეს გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ გავაქციეთ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები.საკუთრების უფლება, რომელიც არის საფუძველი ევროპული სახელმწიფოს საზოგადოების, თქვენ ეს აღარ გაგაჩნდათ, რა ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე გველაპარაკებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930