გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ჯაფარიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ, დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები და ვაჩვენოთ ამ უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი

23-03-2024

„ჩვენ, პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ.


მისივე თქმით, „უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი უნდა ვაჩვენოთ“ და „ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ“ “ხალხის ძალის“ მომავალ პარლამენტში წარმომადგენლობით შესვლას.


„პარტია „ხალხის ძალა“ ემზადება არჩევნებისთვის. გადავლახავთ თუ არა ბარიერს ამაზე, არც კი ვსაუბრობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი წარმომადგენლობითი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში. მინდა, რომ ამას ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ.


რასაკვირველია პარტია გააფართოებს რეგიონულ სტრუქტურებს, შევხვდებით მოსახლეობას და მოვისმენთ მათ საჭიროებებს. საქმე ძალიან ბევრია. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს მცდარი აზრია. რომელ ქვეყანაში და რომელ ხელისუფლებას არ აქვს პრობლემები?


პრობლემები საქართველოში სხვადასხვაგვარია. საბედნიეროდ ისეთი პრობლემები, რაც იმ ავადსახსენებელ პერიოდში [ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში] ჰქონდა საზოგადოებას, ახლა არ აქვს.


ჩვენ - პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები და ვაჩვენოთ ამ უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი. სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930