გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი : რთველი ორგანიზებულად და შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

23-09-2018

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესს ღვინის ახლადგახსნილ საწარმოში გაეცნო.


მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში კომპანია "ასკანელების" ახლადგახსნილი საწარმო დაათვალიერა, რომელმაც ამ სეზონზე, მევენახეებისგან 3500 ტონაზე მეტი ყურძენი მიიღო და გადაამუშავა.


კომპანია სხვადასხვა სახეობის ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს: აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში, ისრაელში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდბრიტანეთში, რუსეთში, უკრაინაში, ჩინეთში, ლატვიაში, პოლონეთში და აშშ-ში;


„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ღვინის მწარმოებელმა 207-მა კომპანიამ უკვე 130 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავა. მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს მიაღწია. წელს რთველი სახემწიფო სუბსიდიის გარეშე მიმდინარეობს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


როგორც კომპანია „ასკანელების“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ აღნიშნა, ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ქართული ღვინის ხარისხი, რომელიც ეროვნული ღირებულების მატარებელია.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეონის მინისტრთან ერთად საწარმოში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგეტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930