გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით

23-03-2024

ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ჩაგდებულ რეზოლუციას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან.


„უკვე 2 წელია ეს ადამიანები ლობირებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე არავის არ გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის უბრალოდ ამ ყველაფრის ერთი მორიგი გამოხატულება", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930