გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ზალკალიანი გაერო-ში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

23-09-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობს.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება ტრანსატლანტიკური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ტრადიციულად გაერო-ს ფარგლებში იმართება. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე ამ ღონისძიებაში პირველად იღებს მონაწილეობას.


დავით ზალკალიანი ასევე დაესწრება მაღალი დონის ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცის საკითხებს (Good Human Rights stories). აღსანაშნავია, რომ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კარგ მაგალითებს აღნიშნავს, საქართველო წამყვან პოზიციებზეა, როგორც რეფორმატორი ქვეყანა.


დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ორგანიზებულ ღონისძიებაში; ტრადიციულად გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის პოლიტიკურ დირექტორებთან და სხვა.


გაეროს გენერალური ასამბეის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, იგეგმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ხუთამდე ქვეყანასთან. ასევე გაიმართება შეხვედრები გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან.


გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება სუამი-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ასევე სუამი-იაპონიის მინისტერიალი.


საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაში მონაწილეობის მიზნით ქ.ნიუ-იორკს ეწვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930