გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყაჩაღობაში ბრალდებულს სასამართლომ 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

13-01-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული ი.ხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ სცნო .

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 17:30 საათზე, თაღლითობისთვის ნასამართლევმა ი.ხ.-მ, ბოლნისის რაიონში მდებარე მარკეტში მოლარეს დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა მოსთხოვა. ი.ხ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ვინაიდან აღნიშნული მარკეტის წინ მოქალაქეები გამოჩდნენ.

სამართალდამცველებმა ი.ხ. 2017 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგითავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილიარაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930