გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

23-09-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, სოფელი დიდების, კოჯრის, ბეთანიის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა ჯავახიშვილის, თოიძის, ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე ქვლივიძის, ჩიქობავას, გრანელის, ხიმშიაშვილის და გოცირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 14 საათამდე აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 15 საათამდე მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930