გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი, თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს

27-03-2024

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნიკა გვარამიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.


ანალიტიკოსის თქმით, გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში ვითარების შეცვლას შეძლებს, იაფფასიანი კლოუნადაა და მან მშვენივრად იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პოლიტიკური გავლენები არ მოქმედებს.


"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მორიგ ჯერზე უკუაგდო "ნაცების" უსაფუძვლო სარჩელი. თუმცა, ვითომ პროდასავლელ ნიკა გვარამიას არ ერიდება და სამარცხვინოდ ამუნათებს სტრასბურგის სასამართლოს. მან მშვენივრად იცის, რომ ევროპული მართლმსაჯულების ამ ერთ-ერთ ციტადელში პოლიტიკურ გავლენებს არ აქვს ადგილი. ორპროცენტიანი პოლიტიკანის, ნიკა გვარამიას მუქარა, რომ სტრასბურგის სასამართლოში შეცვლის ვითარებას, ძალიან იაფფასიანი კლოუნადაა, რაც წლებია გვარამიას მახასიათებელია - პოლიტიკური შაპიტოს პერსონაჟი.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ კი გვარამიას საქმე განსახილველად არ მიიღო.


ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა" - წერს აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930