13-01-2018
ცნობილი ქართველი რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის დედა ეფემია ორბელიანი-ბარათაშვილისა, საკუთარ ძმას გრიგოლ ორბელიანს, მეორე ძმასთან, ზაქარია ორბელიანთან მიმოწერის დროს, უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
იმ დროისთვის გრიგოლ ორბელიანი რუსეთში იმყოფებოდა:
„ჩემო სიცოცხლევ ძმაო ზაქარიავ! მომილოცავს ხელმწიფის მოწყალება- პოლკოვნიკობა, ღმერთმა ინებოს ღენერლობაც მოგილოცოთ.
ახლა ერთი სიტყვით მოგახსენებ. დიდი ამბები გადამხდა ჩემის ქალის გათხოვებაზედ, ღვთის მოწყალებით კარგი მზითევი მივეცით, რაც ჩემისთანას თავადის შვილს შეეფერებოდა. ასი თუმნის თამასუქი გამოვართვი ერთი წლის ვადით, მაგრამ ძმაო, თუ ეს თამასუქი არ ყოფილიყო, საქმე ავათ მიდიოდა.
ძმაო, ჩემო სიცოცხლევ, ასეთ დროს მომივიდა შენგან ფული, შენმა სიცოცხლემ ის ოცი თუმანი ასი თუმნის ალაგას მოვიხმარე. ზაქარიავ, მაინც შენ ხარ ჩემი სიცოცხლე, ღმერთმა ნუ მომაკლოს შენი სიცოცხლე. ძმაო ზაქარიავ, გრიგოლმა ასე დამივიწყა, რაც წასულა ერთის წიგნით არ გავხსენებივარ, შენმა სიცოცხლემ ერთჯერაც მივწერე წიგნი, არც ერთხელ არ მახსენა. მართლაც ბევრ საქმეში იქნება, მაგრამ ხანდახან ჩვენც უნდა მოვაგონდეთ, ქალაქი სამსეა იმის მიწერილი წიგნებით. იცოცხლე ძმაო, ქვეყანაზე ბედნიერად იყავით, მე ამის მეტი არა მინდა რა, სხვა ჩვენი ამბავი რაღა მოგწეროთ, ვართ ცოცხლები“- ნათქვამია ბარათაშვილის დედის ეფემიას წერილში. ( 1844, 15 სექტემბერი)
(სტილი დაცულია)
NSP.GE ©